ჯენერი, პიტერ
ვიკიპედიიდან
პიტერ ჯენერი (*1944) - ბრიტანელი როკ-ჯგეფების მენეჯერი და დისკ-პროდიუსერი. ენდრიუ კინგთან ერთად ის იყო ბლეკჰილ ენტერპრაიზის თანამფლობელი, რომელიც მენეჯერობას უწევდა პინკ ფლოიდს, სიდ ბარეტის სოლო კარიერას, მარკ ბოლანს, როი ჰარპერს, ედგარ ბრაფტონის ბენდსა და კლეშს.
ჯენერმა ეკონომისტის დიპლომი მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, 21 წლის ასაკში კი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) ლექტორი გახდა. მისი, როგორც მუსიკის დიდი მოყვარულის, ყურადღება მიიპყრო პინკ ფლოიდმა და 4 წლის ლექტორობის შემდეგ მან უნივერსიტეტი მიატოვა, რათა მათი მენეჯერი გამხდარიყო. მისი ხმა ისმის პინკ ფლოიდის 1967 წლის კომპოზიციაში "Astronomy Domine", ალბომის The Piper at the Gates of Dawn პირველ სიმღერაში.