ჯუვეინი
ვიკიპედიიდან
ჯუვეინი, ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად (* 1226 ― † 1283), ირანელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ჯუვეინების გვარი ძველთაგანვე ცნობილი იყო ირანში. ჯუვეინის პაპა ხვარაზმშაჰ მუჰამადის დაახლოებული პირი ყოფილა, მამა და ძმა მონღოლებს ემსახურებოდნენ. ჯუვეინი 15 წლიდან უკვე მონღოლთა სამსახურში იყო, შემდეგ კი ბაღდადისა და ერაყის გამგებლის თანამდებობასაც მიაღწია. მან რამდენიმეჯერ იმოგზაურა მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე. ავტორია სამტომიანი თხზულებებისა "ქვეყნის დაპყრობის ისტორია" ("თარიხე ჯაჰანგოშაჲ", დაწერილია 1252-1260), რომელიც შეიცავს ჩინგიზ-ყაენის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მონღოლთა დაპყრობლური ომების ისტორია. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯუვეინის ცნობებს ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლთა შემოსევების შესახებ. ეს თხზულება გამოყენებული აქვს XIV საუკუნის ქართველ ანონიმ ისტორიკოსს - ჟამთააღმწერელს.