ჯუღელი, მედეა
ვიკიპედიიდან
მედეა ნიკოლოზის ასული ჯუღელი(* 1 აგვისტო, 1925, ქუთაისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე. სსრკ სპორტის ოსტატი (1946), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტს დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1962-იდან. 1959 დაამტავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1947-1954), სსრკ შვიდგზის (1946, 1947, 1952-1955 - ბჯენით ხტომაში, 1953 - რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.