ჰადი, მუჰამედ
ვიკიპედიიდან
მუჰამედ ჰადი (ნამდვილი სახელი აღა მუჰამედ ჰაჯი აბდუსალიმ-ოღლუ) (* 1879, შემახა ― † მაისი, 1920, განჯა), აზერბაიჯანელი პოეტი. რომანტიკოსი. ფლობდა სპარსულ და არაბულ ენებს, შეისწვლა აღმოსავლური ლიტერატურა, თეოლოგია, ფილოსოფია, პირველი ლექსები 1905 გამოაქვეყნა. ჰადის შემოქმედებაში ჭარბობს სოციალური და ფილოსოფიური მოტივები. ტრადიციული ფორმის მის ლექსებს ახასიათებს აღმოსავლური ფიგურალობა. ენა გადატვირთულია სპარსულ-არაბული ლექსიკით. შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ აზერბაიჯანელ პოეტებთან საბირსა და საჰათთან. ეწეოდა პუბლიცისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას.