ვიკიპედიიდან
ჰარგრივზი, ჯეიმზ (* წელი უცნობია ― † 22 აპრილი, 1778, ნოტინგემი), ინგლისელი გამომგონებელი, ფეიქარი. 1762-იდან მუშაობდა კარდულსაჩეჩი მანქანების სრულყოფაზე. 1765 ააგო თავის მიერ გამოგონებული პერიოდული ქმედების სართავი მანქანა "ჯენი". 1777 წლის 22 ივნისს მიიღო პატენტი ამ მანქანაზე.