ჰაქსლი, ენდრუ ფილდინგ
ვიკიპედიიდან
ჰაქსლი, ენდრუ ფილდინგ (* 22 ნოემბერი, 1917, ლონდონი), ინგლისელი ფიზიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1955). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1938). 1960-იდან ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფიზიოლოგიური განყოფილების პროფესორი. შექმნა კუნთის შეკუმშვის თეორია, აღწერა მიოფიბრილების ნატიფი სტრუქტურა, აღმოაჩინა, რომ შეკუმშვის დროს ხდება მიოფიბრილის წარმომშობი აქტინისა და მიოზინის ზაფების სრიალი და დაახლოება. გამოიკვლია ნერვული ბოჭკოების სინაფსები და ნერვული იმპულსის გადაცემისას ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებები, ნერვულ სისტემაში აგზნების და შეკავების იონური მექანიზმები. ნობელის პრემია (1963, ა. ლ. ჰოჯკინსა და ჯ. კ. ეკლზთან).