A Saucerful of Secrets
ვიკიპედიიდან
A Saucerful of Secrets | ||
![]() |
||
A Saucerful of Secrets | ||
გამოცემის თარიღი | 29 ივნისი, 1968 | |
ჩაწერის თარიღი | აგვისტო, 1967 ოქტომბერი, 1967 იანვარი-აპრილი, 1968 |
|
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, პროგრესიული როკი | |
ხანგრძლივობა | 39:25 | |
ლეიბლი/ები | Columbia (EMI) Capitol |
|
პროდიუსერი(ები) | ნორმან სმიტი | |
პინკ ფლოიდის ქრონოლოგია | ||
---|---|---|
The Piper at the Gates of Dawn (1968) | A Saucerful of Secrets (1968) | Music from the Film More (1969)
|
A Saucerful of Secrets ჯგუფის პინკ ფლოიდი მეორე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1968 წლის 29 ივნისს.
[რედაქტირება] ისტორია
დღემდე A Saucerful of Secrets რჩება პინკ ფლოიდის ერთადერთ დისკად, რომელიც არ მოხვდა ამერიკულ ჰიტ-აღლუმებში.სიდ ბარეტის ფსიქიური მდგომარეობის გამო, ეს იყო უკანასკნელი დისკი, რომელზეც მან იმუშავა.რთული სტუდიური სესიების დროს ბარეტის მდგომარეობა არასტაბილური იყო.1968 წლის იანვარში ჯგუფმა მოიწვია დევიდ გილმორი, რომელსაც სიდ ბარეტი უნდა შეეცვალა სცენაზე.ბარეტმა საბოლოოდ დატოვა ჯგუფი მარტის პირველ დღეებში.ამის შემდეგ, რეფორმირებულმა კოლექტივმა განაგრძო მუშაობა ახალ ალბომზე.A Saucerful of Secrets აგრეთვე არის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელზეც ჯგუფის ხუთივე წევრი უკრავს."Jugband Blues"-ის გარდა, ალბომში უნდა შესულიყო "Vegetable Man", ბარეტის კიდევ ერთი სიმღერა.მაგრამ, დანარჩენებმა ჩათვალეს, რომ მისი შეტანა არ ღირს და გადაწყვიტეს მომავალში მისი გამოცემა, თუმცა იგი მაინც არ გამოსულა.იგივე ბედი ერგო იგივე პერიოდის მეორე ნომერს, "Scream Thy Last Scream".
[რედაქტირება] სიმღერები
- "Let There Be More Light" (უოტერსი) – 5:38
- "Remember a Day" (რაიტი) – 4:33
- "Set the Controls for the Heart of the Sun" (უოტერსი) – 5:28
- "Corporal Clegg" (უოტერსი) – 4:13
- "A Saucerful of Secrets" (უოტერსი/რაიტი/მეისონი/გილმორი) - 11:57
- "See-Saw" (რაიტი) – 4:36
- "Jugband Blues" (ბარეტი) – 3:00