ანკარასებრნი
ვიკიპედიიდან
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ლათინური სახელი | ||||||
Colubridae |
ანკარასებრნი (Colubridae), ქვეწარმავლების ოჯახი გველების რიგისა. აერთიანებს როგორც დიდი (3,5 მ), ისე მცირე (10-15 სმ) ზომის უშხამო და შხამიან გველებს (მაგ., ხვლიკიჭამია გველი, კატისთვალა გველი და სხვა - შხამიანია). გვხვდება ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). მოიცავს 1000-მდე სახეობას, საქართველოში გვხვდება - 14. ცნობილი გვარებია: ანკარა, მცურავი, ეირენისი, სპილენძა და სხვა. ბინადრობენ ძირითადად ხმელეთზე; ზოგი მჭიდროდ არის დაკავშირებული წყალთან. იკვებებიან კვერცხებით, პატარა ხერხემლიანებით, მწერებით, ობობასნაირებით, ჭიებით და სხვა.
ანკარასებრთა უმრავლესობა კვერცხმდებელია, არიან კვერცხცოცხლადმშობი ფორმებიც.