არყისძირა
ვიკიპედიიდან
არყისძირა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Krombholzia scabra |
არყისძირა (Krombholzia scabra), სახეობა ბებერასოკოების გვარისა. ქუდი ნაცრისფერი ან მურა-მონაცისფროა. ქვედამხარეზე აქვს თეთრი მილები, რომლებიც შემდეგ ნაცრისფერდება. რბილობი თეთრია, ფეხი — თეთრი ან ნაცრისფერი, მურა ან შავი ქერცლით დაფარული. საქართველოში ზაფხულ-შემოდგომით მხოლოდ არყნარში იზრდება. ახალს, გამხმარსა და დამუშავებულს საჭმელად უყენებენ.