ასურელები
ვიკიპედიიდან
ასურელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი), სემიტური მოდგმის ხალხი, არამეულების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა). XVIII საუკუნის ქართულ წყაროებში დამოწმებულია სახელწოდება "ასურნი". ცხოვრობენ ძირითადად ირანში, ერაყში, სირიაში, თურქეთში, აგრეთვე აშშ-ში, და სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთისა და გარდაბნის რაიონები) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა - ასურული. ასურელების წინაპრებს - არამეულებს ფართო ტერიტორია ეკავათ ახლო აღმოსავლეთში. არაბთა და მონღოლთა დაპყრობის შედეგად ასურეთის უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა. რელიგია - ქრისტიანობა (უმთავრესად იაკობიტები, ნესტორიანელები, აგრეთვე კათოლიკები, მართლმადიდებლები).