ახალგორის რაიონი
ვიკიპედიიდან
ახალგორის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში იყო, 1992 წლიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე რაიონია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მოქცეულია ალევისა და ხარულის ქედებს შორის და უკავია მდ. ქსნის აუზი. რაიონის სამხრეთი ნაწილი შიდა ქართლის ვაკემდე ვრცელდება. ტერიტორია — 1011 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 460 კვ.კმ. რაიონის მთავარი მდინარეებია: ქსანი, რომელიც ყელის ტბიდან გამოდის, ასევე ლეხურა და ქსნის შენაკადი პატარა მდინარეები — ცხრაძმულა, ჭურთა, ცხავატურა და ალეურა. მდინარე ცხრაძმულა თვის მხრივ ქმნის ცხრაძმის ხეობას, ხოლო მდინარე ჭურთა ჭურთის ხეობას. ცხრაძმის და ჭურთის ხეობები შედიან ახალგორის რაიონის შემადგენლობაში, ხოლო ისტორიულად შედიოდნენ ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 7,7 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 8 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 117 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 116 სოფელი. რაიონის ძირითადი სოფლებია: იკოთი, კორინთა, ყანჩავეთი, ქვემო ზახორი, ლარგვისი, დორეთკარი, ქარჩოხი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. რაიონის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოებია:
- დაბის საკრებულო — 1: ახალგორი;
- თემის საკრებულო — : ბოლის, გდუს, კორინთის, ლარგვისის, სალბიერის, ქარჩოხის, ცხრაძმის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა, მისდევენ ასევე მებოსტნეობას, მეხილეობას, საკვები კულტურების მოყვანას. ყანჩავეთი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 30 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 12 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
კაბენის მონასტერი (IX-XIII სს.), ლარგვისის მონასტერი, წირქოლის ციხე (IX ს.), ლომისის, არმაზის, ბიკარის ბაზილიკები, ცხმორის ციხე, ბალაანის კოშკი.
მცხეთა-მთიანეთის მხარე | |
ახალგორის რაიონი | დუშეთის რაიონი | თიანეთის რაიონი | მცხეთის რაიონი | ყაზბეგის რაიონი |