ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " ბულბული" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბულბული |
ბულბული |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Luscinia |
[{{fullurl:wikispecies:{{{ვიკისახეობები}}}|uselang=ka}} სისტემატიკა
ვიკისახეობებში]
|
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]
|
|
|
ბულბული, იადონი (Luscinia), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. საქართველოშო გვხვდება 2 სახეობა; ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.
სამხრეთული ბულბული (Luscinia megarhyncos)
|