გველის სურო
ვიკიპედიიდან
გველის სურო | ||
---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
ლათინური სახელი | ||
Vinca |
გველის სურო (Vinca), მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მიწაზე გართხმული ბალახია. აქვს მოპირისპირე, ხშირად ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები, თეთრი, ცისფერი ან მოლურჯო-იისფერი მარტოული ყვევილები. ევროპასა და დასავლეთ აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა, საქართველოში - 2 სახეობაა. დეკორატიულია, აშენებენ აგრეთვე როგორც სამკურნალო მცენარეს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 140, თბ., 1978