გვირგვინოსანი მტრედი
ვიკიპედიიდან
გვირგვინოსანი მტრედი (Goura), ფრინველების გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. შეფერილობაში ჭარბობს მოლურჯო და ძოწისფერი. ცნობილია 3 სახეობა. გავრცელებულია ახალ გვინეასა და მის მახლობელ კუნძულებზე. ბინადრობს ტყეში მცირე გუნდებად. ბუდეს იკეთება ხეებზე. დებს ერთ კვერცხს. იკვებება ჩამოცვენილი ნაყოფითა და კენკრით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 148, თბ., 1978