ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
გიიომ აპოლინერი - ვიკიპედია

გიიომ აპოლინერი

ვიკიპედიიდან

გიიომ აპოლინერი

დაიბადა: 26 აგვისტო, 1880
რომი, იტალია
გარდ.: 9 ნოემბერი, 1918
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა: პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი
ეროვნება: ფრანგი
ჟანრი: პოეზია, რომანი, ესსე
Magnum opus: მირაბოს ხიდი
ვებგვერდი: (http://www.wiu.edu/Apollinaire/)

გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire, ნამდვილი სახელი ვილჰელმ ალბერტ ვლადიმირ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი, Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki), ( * 26 აგვისტო, 1880, რომი ― † 9 ნოემბერი, 1918, პარიზი) ფრანგი პოეტი, მირაბოს ხიდის ავტორი. მისი შემოქმედება მოიცავს ასევე ნოველებსა და ეროტიკულ რომანებს. მანვე შემოიტანა კალიგრამები. აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა თითქმის ყველა ავანგარდულ მიმდინარეობაზე, მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს (ტირეზიას კერტები, 1917).

სექციების სია

[რედაქტირება] ცხოვრება

აპოლინერი დაიბადა რომში. მამა იტალიელი ოფიცერი იყო, დედა კი, ანჟელიკ კოსტროვიცკა - პოლონელ თავაედაზნაურთა გვარს ეკუთვნოდა. დედას, რომელიც თავგადასავლების მოყვარული იყო, ბავშვი დაჰყავდა ბელგიაში, იტალიასა და მონაკოში. ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ პოეტზე, რომლის შემოქმედება XX საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ტენდენციისა და მიმდინარეობის გავლენას განიცდის.

გიიომი სწავლობს ჯერ კანის, შემდეგ ნიცას უნივერსიტეტში. 20 წლის ასაკიდან პარიზულ ბოჰემურ წრეებს სტუმრობს. მალე მას ჯოკონდას მოპარვაში დასდებენ ბრალს და, როგორც ეჭვმიტანილს, ერთი კვირის მანძილზე ციხეში სვამენ.

ჯოკონდას სკანდალის შემდეგ აპოლინერი აღმზრდელად იწყებს მუშაობას ერთ გერმანულ ოჯახში. აქ იგი გაიცნობს ინგლისელ ანი პლეიდენს, რომელთანაც მოკლე სასიყვარულო თავგადასავალი ექნება. 1904 წელს ანი აპოლინერს მიატოვებს და ამერიკაში გაემგზავრება. ანისთან კავშირსა და განშორებას აპოლინერის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

გიიომ აპოლინერი, პიკასო
გიიომ აპოლინერი, პიკასო

1908 წლიდან პოეტი ახალ სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს მხატვარ მარი ლორანსენთან. 1910 წელს აპოლინერი იწყებს ლექსების წერას, რომლებიც შემდგომში ალკოჰოლების სახელწოდების ქვეშ გაერთიანდება. ამ დროს მისი მეგობრების რიცხვში არიან პიკასო და დერენი.

1914 წლიდან აპოლინერი ომში მიდის და ხოტაბს ასხამს მას, როგორც "მშვენიერ სანახაობას". 1916 წლის 17 მარტს იგი თავში დაიჭრება და პარიზში დააბრუნებენ.

გიიომ აპოლინერი გარდაიცვალა 1918 წლის 9 ნოემბერს, ესპანური გრიპისგან. იგი დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.


[რედაქტირება] შემოქმედება

გიიომ აპოლინერი, ანრი ფრიკი
გიიომ აპოლინერი, ანრი ფრიკი

აპოლინერის შემოქმედება ერთ რომელიმე მიმდინარეობაში ვერ თავსდება. მასში არის როგორც სიმბოლიზმის, ასევე იმპრესიონიზმისა და კუბიზმის ელემენტები, საბოლოოდ კი სიურრეალიზმის მამამთავრადაც კი გვევლინება.

აპოლინერი ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეტური კრებულით ალკოჰოლები. მასში შედის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და სხვადასხვა ჟანრის ლექსები, რომლებსაც აერთიანებთ პუნქტუაციის მოხსნა. აპოლინერის შემოქმედებაში ალკოჰოლის თემა ორმაგადაა განვითარებული: პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა.

აპოლინერის ლექსების უმთავრესი თემაა თანამედროვეობა, ქალაქური ცხოვრება. ხშირია თანამედროვე ტერმინოლოგიის გამოყენება: ავტომობილები, თვითმფრინავები, ავტობუსები, ინდუსტრიული ქუჩა, აფიშები და ა.შ.

მეორე დიდი თემა მოგზაურობაა. მოგზაურობა ხშირად ავტობიოგრაფიასაც უკავშირდება. სივრცეში მოგზაურობას ემატება დროში მოგზაურობა - წარსული წარმოდგენილია მითების სახით: ბიბლია, ზღაპრები, ლათინური და ბერძნული მითოლოგია, აღმოსავლური, კელტური თუ გერმანული მითოლოგია. ეს ყველაფერი

გიიომ აპოლინერის კალიგრამა
გიიომ აპოლინერის კალიგრამა

წარსულის მიმართ ნოსტალგიას ეგზოტიკური და იდუმალი ელფერით მოსავს. მოგზაურობა თავისუფლების სიმბოლოა და ხშირად სიხარულთან, დღესასწაულთან ასოცირდება. ამავე დროს მოგზაურობა არის საკუთარი თავის ძიების სიმბოლო.

აპოლინერისთვის რეალობას წარმოადგენს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ოღონდ ეს წარმოდგენა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული არაა. ჭეშმარიტი ხელოვნების როლი მდგომარეობს იმაში, რომ "განუწყვეტლივ განაახლოს ადამიანში სამყაროზე წარმოდგენები" (ესთეტიკური მედიტაციები). ამ გაგებით აპოლინერი ხელოვანში ხედავს ზეადამიანს, რადგან მას ძალუძს თავისი ეპოქის მოდელირება.

აპოლინერი სამწერლობო ენაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს სამეტყველო ენას, ექსტრალინგვისტურ რეალობას, სიმღერას. მეგობრების გადმოცემით იგი ლექსებს წერდა ღიღინით ან საუბრების დროს. ამით აიხსნება მის პოეზიაში ენის სხვადასხვა რეგისტრის მონაცვლეობა: რთული სიტყვები, ტექნიკური ტერმინები, უცხო სიტყვები და ა.შ.

ტექნიკური ორიგინალობით გამოირჩევა აპოლინერის კალიგრამები, სადაც სიტყვები ქმნიან ერთგვარ სურათებს, პეიზაჟებს. ზოგან სიტყვები მუსიკალური ნიშნებით ან ნახატებითაცაა შეცვლილი.

[რედაქტირება] ნაწარმოებები

  • მირელი, ანუ პატარა იაფი ხვრელი, 1900 (ფესვდონიმის ქვეშ დაწერილი პორნოგრაფიული რომანი)
  • სამი ლექსი ლინდას, 1901
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1904 (რომანი)
  • თერთმეტი ათასი ასო ანუ ჰოსპოდარის სიყვარულები, 1906 (პორნოგრაფიული რომანი)
  • ანჩიოსების გამყიდველი, 1906 (თეატრი)
  • ახალი ფალანგი, 1909 (კრიტიკა)
  • მარკიზ სადის შემოქმედება, 1909 (კრიტიკა)
  • წლის ლექსები, 1909 (კრიტიკა)
  • დღევანდელი პოეტები, 1909 (კრიტიკა)
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1909 (რომანი, ანდრე დერენის გრავიურებით გაფორმებული)
  • ერეზიარკი და კომპანია, 1910 (ნოველები)
  • იტალიური თეატრი, 1910 (ილუსტრირებული ლიტერატურული ენციკლოპედია)
  • საქათმე ანუ ორფეოსის კორტეჟი, 1911 (პოეზია)
  • ახალგაზრდა დონ ჟუანის გმირობები, 1911 (ეროტიკული რომანი)
  • ისტორიის გვერდები, 1912 (ისტორიული ქრონიკა)
  • თანამედროვე მხატვრობა, 1913 (კრიტიკა)
  • კუბისტი მხატვრები, ესთეტიკური მსჯელობები, 1913 (კრიტიკა)
  • ალკოჰოლები, 1913 (ლექსების კრებული)
  • ბორჯიების რომი, 1913 (რომანი)
  • ფუტურისტული ანტიტრადიცია, 1913 (ესსე)
  • ბაბილონის დასასრული - რომანული ისტორია 1/3, 1914 (რომანი)
  • სამი დონ ჟუანი - რომანული ისტორია 2/3, 1915 (რომანი)
  • მოკლული პოეტი, 1916 (ნოველები და ზღაპრები)
  • Vitam impendere amori, 1918 (ილუსტრირებული პოეზია)
  • ოენზოლერნების თეთრი ქალი - რომანული ისტორია 3/3 (რომანი)
  • კალიგრამები, ლექსები მშვიდობასა და ომაზე 1913-1916, 1918 (პოეზია)
  • ორი ნაპირის მოხეტიალე, 1918 (ქრონიკები)
  • დროის ფერები, 1918
  • ტირეზიას კერტები, 1918 (სიურეალისტური დრამა.)
  • სიმბოლისტური პოეზია, 1919
  • მჯდარი ქალი, 1920 (რომანი)
  • არის..., 1925 (პოეზია)
  • ანეკდოტურები, 1926
  • ჩემი სიყვარულის ჩრდილი, 1947 (პოეზია)
  • წერილები დედობილს 1915–1918, 1948 (პოეზია)
  • დროის ფერი, 1949 (თეატრი)
  • საიდუმლო ლექსები მადლენს, 1949
  • რა ვქნათ, 1950 (რომანი)
  • გამოუწვეყნებელი ტექსტები, 1952
  • კაზანოვა, პაროდიული კომედია, 1952 (თეატრი)
  • ხელოვნების ქრონიკები 1902-1918, 1960 (კრიტიკა)
  • ყოველდღიურობის პატარა საოცრებები, 1979
  • ფული, 1985 (გამოუქვეყნებელი ლექსები)
  • ინტიმური დღიური (1898-1918), 1991


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com