დოლრაჭალა
ვიკიპედიიდან
დოლრაჭალა | |
---|---|
სიგრძე: | 24 კმ |
სათავე: | დოლრას მყინვარი |
დოლრაჭალა, დოლრა, მდინარე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის რაიონში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. იწყება დოლრას მყინვარიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 191 კმ 2 საზრდოობს ძირითადად მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გვიან გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 9,30 მ3/წმ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- უკლება ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 611, თბ., 1978