მესტიის რაიონი
ვიკიპედიიდან
მესტიის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის რაიონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მესტიის რაიონი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი , ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. რაიონში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 135 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 134 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბის საკრებულო — 1: მესტია;
- თემის საკრებულო — 14: ბეჩოს, ეცერის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ხაიშის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომლიც საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის რაიონი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 43 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
მესტიის რაიონის ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირშესანიშნავი ძეგლებია შუა საუკუნეების საკულტო, საერო და თავდაცვიტი ნაგებობები. აღსანიშნავია ადიშის, იელის, სვიფის, წვირმის, ჟაბეშის ეკლესიები, მონასტრები, სვანური კოშკები.
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე | |
ფოთი | აბაშის რაიონი | ზუგდიდის რაიონი | მარტვილის რაიონი | მესტიის რაიონი | სენაკის რაიონი | ჩხოროწყუს რაიონი | წალენჯიხის რაიონი | ხობის რაიონი |