ვიკიპედიიდან
დუმ-პალმა |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
სამეფო: |
მცენარეები |
ოჯახი: |
პალმები |
გვარი: |
დუმ-პალმა |
|
ლათინური სახელი |
Hyphaene |
|
დუმ-პალმა (Hyphaene), მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. 12-15 მ სიმაღლის ორსახლიანი მცენარეა. შეიცავს 30-მდე სახეობას. გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკასა და ინდოეთში. უფრო მეტად ცნობილია პალმა Hyphaene thebaica, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში იზრდება. ნაყოფის ტბილობი იჭმება, სპილოს ძვლის მსგავს მაგარ თესლ სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ. მერქანი მძიმე და გამძლეა. ბოტანიკური ბაღების ორანჟერეებში ზოგჯერ აშენებენ სამხრეთაფრიკულ პალმა Hyphaene crinita-ს, რომლის სიმაღლე 6 მ აღწევს.
- ქსე, ტ. 3, გვ. 652, თბ., 1978