ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
ვიკიპედიიდან
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ყოველწლიური შეჯიბრებაა, რომელიც იმართება ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (European Broadcasting Union (EBU)) აქტიურ წევრებს შორის.
თითოეული წევრი ქვეყანა ირჩევს და წარმოადგენს სიმღერას, რომელიც ცოცხლად უნდა შესრულდეს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ხოლო შემდეგ ხმას აძლევს სხვა ქვეყნის შემსრულებლებს, რათა გამოვლინდეს წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა. ყოველი ქვეყანა მონაწილეობას იღებს ერთერთი მათი ნაციონალური EBU-ს წევრი ტელევიზიის მეშვეობით. ამ ტელევიზიის მიზანია შეარჩიოს მომღერალი, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო კონკურსზე.
კონკურსი ყოველ წელს გადაიცემა მისი დაარსებიდან 1956 წელს და ერთერთ ყველაზე ხანგრძლივ სატელევიზიო პროგრამად ითვლება მსოფლიოში. ის ასევე ერთერთი ყველაზე ყურებადი არა-სპორტული პროგრამაა. ბოლო წლებში მისი მაყურებელთა რიცხვი 100 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს. მისი ტრანსლირება ევროპის გარეთაც ხდება, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავსტრალია, აზერბაიჯანი, კანადა, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდოეთი, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სარ, სამხრეთი კორეა, ვიეტნამი, და აშშ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები კონკურსში მონაწილეობას არ იღებენ.2000 წლიდან კონკურსის ყურება ინტერნეტის საშუალებითაცაა შესაძლებელი.
[რედაქტირება] წარმოშობა