ევროზონა
ვიკიპედიიდან
ევროზონა (ინგლ. Eurozone), ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი — რეგიონი, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ოფიციალურ ვალუტად ევრო ითვლება. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს.
2007 წლისთვის ევროზონაში შემდეგი ქვეყნები შედიოდა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, სლოვენია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი. შემდეგი ქვეყნები ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ევროს მონეტების გამოშვების უფლება აქვთ: ვატიკანი, სან-მარინო, მონაკო. 2008 წლის 1 იანვარს ევროზონაში შევიდნენ კვიპროსი და მალტა.
ქვეყანა | მიღებული | მოსახლეობა | გარდა | |
---|---|---|---|---|
ავსტრია | 1 იანვარი 1999 | 8,316,487 | ||
ბელგია | 1 იანვარი 1999 | 10,584,534 | ||
კვიპროსი | 1 იანვარი 2008 | 766,400 | ჩრდ. კვიპროსი[1] | |
ფინეთი | 1 იანვარი 1999 | 5,289,128 | ||
საფრანგეთი | 1 იანვარი 1999 | 63,392,140 | თარგი:NCL[2] თარგი:PYF[2] თარგი:WLF[2] |
|
გერმანია | 1 იანვარი 1999 | 82,314,906 | ||
საბერძნეთი | 1 იანვარი 2001 | 11,125,179 | ||
ირლანდია | 1 იანვარი 1999 | 4,239,848 | ||
იტალია | 1 იანვარი 1999 | 59,131,287 | ||
ლუქსემბურგი | 1 იანვარი 1999 | 476,200 | ||
მალტა | 1 იანვარი 2008 | 404,962 | ||
ნიდერლანდი | 1 იანვარი 1999 | 16,372,715 | არუბა[3] თარგი:ANT[4] |
|
პორტუგალია | 1 იანვარი 1999 | 10,599,095 | ||
სლოვენია | 1 იანვარი 2007 | 2,013,597 | ||
ესპანეთი | 1 იანვარი 1999 | 45,116,894 | ||
ევროზონა | 320,143,372 |
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ თვითგამოცხადებული ჩრდ. კვიპროსის თურქული რესპუბლიკა არ არის ცნობილი ევროკავშირის მიერ და იყენებს თურქულ ლირას
- ↑ 2.0 2.1 2.2 ფრანგული წყნარი ოკეანის ტერიტორიები იყენებენ ფრანგულ ფრანკს
- ↑ არუბა იყენებს არუბას ფლორინს. ის ნაწილია ნიდერლანდის სამეფოს, მაგრამ არა ევროკავშირის.
- ↑ ნიდერლანდის ანტილები იყენებს ანტილიურ გულდენს. ის ნაწილია ნიდერლანდის სამეფოს, თუმცა არა ევროკავშირის. გილდენი ტიპიურად აშშ-ის დოლარზეა მიბმული, თუმცა ნიდერლანდის ანტილები 2008 წლის ბოლოსთვის გამოყოფას აპირებს და შესაბამისად ზოგიერთი კუნძული ევროკავშირის ნაწილი გახდება. მომავალი ვალუტა ჯერ გაურკვეველია.