საბერძნეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
ჰიმნი: Ύμνος εις την Ελευθερίαν
Ýmnos eis tīn Eleutherían |
|||||
დევიზი: Ελευθερία ή θάνατος
Eleftheria i thanatos |
|||||
დედაქალაქი | ათენი |
||||
უდიდესი ქალაქი | ათენი | ||||
ოფიც. ენები | ბერძნული | ||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
-პრეზიდენტი | კაროლოს პაპულიას | ||||
-პრ.-მინისტრი | კოსტას კარამანლისი | ||||
ფართობი - საერთო - წყალი (%) |
131,990 კმ² (96-ე) 0.8669% |
||||
მოსახლეობა - 2008 სავ. - 2001 ცენზი - სიმჭიდროვე |
11,216,708 (74-ე) 10,964,020 84 ად/კმ² |
||||
მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2008მიახლ. $412.521 მილიარდი (31-ე) $36,983 (მე-17) |
||||
აგი (2005) | 0.926 (მაღალი) (24-ე) | ||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
||||
დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
-ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
ქვეყნის კოდი | GRC | ||||
ccTLD | .gr1 | ||||
სატელეფონო კოდი | +30 |
||||
1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - საბერძნეთის რესპუბლიკა; ბერძნულად - Ελληνική Δημοκρατία
- ეტიმოლოგია - მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ.წ მე-8 ს-ში. ბერძნული სახელი Ellas, (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.
- ქვეყნის კოდი - GR.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.
- ფართობი - 131.900 კვ.კმ.
- ბუნება: მთიანი სისტემა - პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი - ოლიმპო 2.917 მ; კუნძულები - კრეტა, კორფუ, როდოსი; ტბა - ტრიხონისი. მდინარეები - ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.
- ბუნებრივი რესურსები - ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 51 რაიონად (ბერძ. „ნომოს“, რომლებიც გაერთიანებული არიან 12 რეგიონში (ბერძ. „პერიფერია“), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია, დასავლეთ მაკედონია, დასავლეთ საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთ ეგეოსი, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთ ეგეოსი. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის “სამონასტრო რესპუბლიკას”, რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10.665 ათასი (2003), მათ შორის ბერძნები - 95,6%, მაკედონელები - 1,5%.
- ენა - ბერძნული.
- რელიგია - მართლმადიდებლობა.
- ქალაქები (ათ.) - ათენი (Αθήνα)(747, აგლომ. - 3.247), სალონიკი (Θεσσαλονίκη)(361, აგლომ. - 802), პირევსი (Πειραιάς)(179), პატრა (Πάτρα)(167), ირაკლიონი (Ηράκλειο) (135), ლარისა (Λάρισσα) (125).
[რედაქტირება] ეკონომიკა
საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 9, მრეწველობა - 24, მომსახურება - 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 22.800 $.
- ექსპორტი - ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ხილი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები.
- ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბერძნული დრახმა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ათენი - აკროპოლისი;ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები;
- სალონიკი - წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
- ათონის მთა და მისი მონასტრები,
- როდოსი - იოანიტი რაინდების სასახლე;
- ოლიმპია,
- კრეტა - ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
- ბერძნული ეპოსი - ილიადა და ოდისეა (ძვ.წ. VIII).
[რედაქტირება] ისტორია
1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.