ელექტრული გველთევზა
ვიკიპედიიდან
ელექტრული გველთევზა | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Electrophorus electricus |
ელექტრული გველთევზა (Electrophorus electricus), თევზი კობრისნაირთა რიგისა. მისი გველისებურად წაგრძელებული სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, წონა — 20 კგ. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის მტკნარ წყლებში. აქვს მძლავრი ელექტრული ორგანოები, რომლებიც 650 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება მცირე ზომის თევზებით. ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 120, თბ., 1979