ერთგასავლიანები
ვიკიპედიიდან
ერთგასავლიანები (Monotremata), კვერცხისმდებლები, ძუძუმწოვრების ქვეკლასი. შეიცავს 2 ოჯახს: იქედნესებრნს და იხვნისკარტასებრნს. ცნობილია ერთგასავლიანების 5 სახეობა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში. ერთგასავლიანები ძუძუმწოვრებს შორის გამონაკლისს წარმოადგენს - კვერცხს დებენ, ხოლო გამოჩეკილ ნაშიერს რძით კვებავენ მათი სარძევე ჯირკვლები მარტივია და აგებულებით ოფლის ჯირკვლების მსგავსია. ძუძუს კერტები არა აქვთ. ნაწლავი და შარდსასქესო მილი კლოაკაში იხსნება. იქედნეს სხეულის ტემპერატურა 30°-მდე აღწევს; ხოლო იხვნისკარტასა 25°-მდე. ზრდადამთავრებულ ერთგასავლიანებს კბილები არა აქვთ. ახალგაზრდა იხვნისკარტას 10 სარძევე კბილი აქვს, რომლებიც ძლიერ ჰგვანან მეზოზოურ ერაში მცხოვრები ძუძუმწოვრების კბილებს. კუნთოვანი ტუჩები არ უვითარდებათ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 4, გვ. 184, თბ., 1979