ვიკიპედიიდან
ველის არწივი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Aquila rapax |
[{{fullurl:wikispecies:{{{ვიკისახეობები}}}|uselang=ka}} სისტემატიკა
ვიკისახეობებში]
|
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]
|
|
|
ველის არწივი (Aquila rapax), ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს, წონა - 4 კგ. ფრთების შლილი 2 მ. ბუმბული მუქი მურაა, კეფაზე ზოგჯერ წითური. ველის არწივი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, რუსეთში - ციმბირში (რუსეთი) და ყაზახეთში. საქართველოში ბევრგან გვხვდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრეა, დასავლეთ საქართველოში - მიმოფრენი. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებით და ამით სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. ცნობილია ველის არწივის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი (Aquila rapax orientalis).