ვერე (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
ვერე, ქართული ხუროთმოძრვრების ძეგლი, მონასტერი და ციხე მდინარე ვერის ხეობაში, გორის რაიონის სოფ. გარდატენის მიდამოებში. შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობათა, გალავნის, გვიანდელი ხანის სამრეკლოსა და სხვა ნანგრევები. ანსამბლის ცენტრში აღმართულია VII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერში ნავები გამოყოფილია სვეტების ორი წყვილით. ჩანს XI საუკუნის კაპიტალური შეკეთების კვალი - განსაკუთრებით ფასადებზე. მონასტრის ქვემოთ, კლდოვან ქედზე IX-X საუკუნეების ციხის ნანგრევებია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ზაქარაია პ., ქსე, ტ. 4, გვ. 369, თბ., 1979