ვიკიპედიიდან
ზაფრანა |
Crocus longiflorus
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
სამეფო: |
მცენარეები |
ოჯახი: |
ზამბახისებრნი |
გვარი: |
ზაფრანა |
|
ლათინური სახელი |
Crocus |
|
ზაფრანა, კროკო (Crocus), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის ენდემია. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებaღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს - კროცინს.
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 488, თბ., 1979