ზეითუნის ზეთი
ვიკიპედიიდან
ზეითუნის ზეთი, მცენარეული ზეთი; მიიღება ზეთისხილის ნაყოფის რბილობისაგან. შეიცავს ოლეინმჟავას გლიცერიდებს (დაახლოებით 80%), ლინოლმჟავას (დაახლოებით 7%) და ნაჯერი მჟავების გლიცერიდების (დაახლოებით 10%). იყენებენ საკონსერვო წარმოებაში, კულინარიაში, კოსმეტიკასა და მედიცინაში (ვიტამინებისა და საინიექციო პრეპარატების ხსნარების მოსამზადებლად).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 503, თბ., 1979