ვიკიპედიიდან
ზეთისხილი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Olea |
|
ზეთისხილი (Olea), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ზეთისხილს (Olea europea). მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, 4-12 მ სიმაღლისა. ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან - მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა, იწონის 15 გ. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი - 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300-400 წელსზე მეტს. ერთი ხიდან 20-40 კგ მოსავალი მოდის. ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად (ნაყოფის ნედლი ტნილობი შეიცავს 25-იდან 80%-მდე ზეთს, ე. წ. ზეითუნის ზეთს), მედიცინაში, კოპტონს - ცხოველთა საკვებად, მერქანს - სადურგლო და სახარატო საქმეში. საქართველოში ზეთისხილი გავრცელებულია აფხაზეთში, აგრეთვე კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში.
- ქსე, ტ. 4, გვ. 502-503, თბ., 1979