იაჟუჟუნა
ვიკიპედიიდან
იაჟუჟუნა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
ლათინური სახელი | ||||||
Viola tricolor |
იაჟუჟუნა, სამფეროვანი ია (Viola tricolor), ერთ- და ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის სახეობა იისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდ იყენებენ ისეთ ფორმებსა და ჯიშებს, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ, აგრეთვე იაჟუჟუნასა და სხვა იების რთულ ჰიბრიდებს. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ასეიშვილი ლ., ქსე, ტ. 5, გვ. 59, თბ., 1980