ვიკიპედიიდან
ილი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Elettaria cardamomum |
|
ილი (Elettaria cardamomum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. აქვს მხოხავი ფესურა და ღია მწვა ყვავილები,. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლს ხმარობენ კულინარიაში, შეიცავს 3,5-7% ზეთს, რომელსაც იყენებენ კვების და თამბაქოს მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში. იზრდება სამხრეთ ინდოეთის და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ტენიან მთის ტყეებში; კულტივირებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე (ცეილონზე), ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთში. უფრო ფასობს მალაბარისა და მაისურის ილი.
- ქსე, ტ. 5, გვ. 106, თბ., 1980