ვიკიპედიიდან
ირმისმხალა |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
სამეფო: |
მცენარეები |
ოჯახი: |
რთულყვავილოვანნი |
გვარი: |
ირმისმხალა |
|
ლათინური სახელი |
Serratula |
|
ირმისმხალა (Serratula), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მარტოული ან საერთო ფარისებრ, იშვიათად, საგველა ყვავილედებად თავმოყრილი მრავალყვავილიანი კალათა ყვავილედები. 70-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა, ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აზიასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. საქართველოში იზრდება მშრალ ფერდობებზე, ტყეებსა და ტყისპირებზე მთის ზედა სარტყლამდე. ირმისმხალას ზოგი სახეობა საღებავი და თაფლოვანი მცენარეა.