თარგი:იცით თუ არა
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ...სოფიკო ჭიაურელი (სურათზე) ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით "საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.
- ... 1927 წელს ვლადიმირ გარაყანიძემ სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა აეროსტატით გადაფრენაში...
- ...მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა, 36 სართულით და 240 მ კოშკით, აგებისას უმაღლესი შენობა იყო იმ პერიოდის ევროპაში.
- ...მშრალი ხიდის ქვეშ XX ს–ის შუა ხანებამდე მტკვარი მიედინებოდა...
- ...მსოფლიოში მხოლოდ მავრიტანიასა და მადაგასკარს არ აქვთ ათობითი ფულადი სისტემა...
- ...ასუანის კაშხლის მშენებლობისას აბუ სიმბალის ტაძრის ტერიტორია წყლით დაიფარა, ამიტომ ტაძარი ნაწილებად დახერხეს და უფრო მაღალ ადგილზე გადაიტანეს...