ვიკიპედიიდან
კავკასიური მოცვი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
სამეფო: |
მცენარეები |
კლასი: |
ორლებნიანნი |
ოჯახი: |
მანანასებრნი |
სახეობა: |
კავკასიური მოცვი |
|
ლათინური სახელი |
Vaccinium arctostaphylos |
|
კავკასიური მოცვი, მაღალი მოცვი (Vaccinium arctostaphylos), ბუჩქი ან ტანდაბალი (2—4 მ), ხე მანანასებრთა ოჯახისა. მოწითალო-თეთრი ზარისებრი ყვავილები აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, იჭმევა. გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართლში, შიგა კახეთში თალიშსა და თურქეთში (მდინარე ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზღვის დონიდან 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 135-მდე ტანიდებს, იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ახმობენ კერკად და ხმარობენ კუჭის შემკვრელ საშუალებად, კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში.
- სახოკია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980