ვიკიპედიიდან
აიმანისებრი თევზები |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Lepisosteidae |
|
კაიმანისებრი თევზები, ჯავშნოსანი ქარიყლაპიები (Lepisosteidae), თევზების ოჯახი ჯავშნიანთა რიგისა. ცნობილია 1 გვარის (Lepisosteus) 3 სახეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის და კუბის მტკნარ წყლებში. მათი სხეულის სიგრძე 2,5—3 მ აღწევს (იშვიათად 6 მ-მდე). ტოფობს გაზაფხულზე. მტაცებლები არიან. იკვებებიან თევზებით. იზამთრებენ მდინარის ღრმა ადგილებში. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ზოგჯერ ზიანი მოაქვთ — გლეჯენ ბადეებს და აფუჭებენ შიგ გაბმულ თევზს.
- ქსე, ტ. 5, გვ. 320, თბ., 1980