ვიკიპედიიდან
კარაკალი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Felis caracal |
|
კარაკალი (Felis caracal)მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, მასა 11—13 კგ. მოყვითალო ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია აზიისა და აფრიკის უდაბნოებსა და მთისწინეთში. ცოტა გვხვდება სამხრეთ თურქმენეთში, იშვიათად — უზბეკეთში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და სხვა. შობს 1-4 ბოკვერს, სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ინდოეთში კარაკალს კურდღლებზე, ფრინველებსა და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ წვრთნიან.
- ქსე, ტ. 5, გვ. 392, თბ., 1980