კასპის რაიონი
ვიკიპედიიდან
კასპის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. რაიონული ცენტრია ქალაქი კასპი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ.კმ. ჩრდილოეთითი მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 61 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 1: კასპი;
- თემის საკრებულო — 16: აღაიანის, ახალქალაქის, ახალციხის, გომის, დოესის, ზემო ხანდაკის, თელიანის, კავთისხევის, კოდისწყაროს, ლამისყანის, მეტეხის, ოკამის, სამთავისის, ქვემო ჭალის, წინარეხის.
- სოფლის საკრებულო — 1: ხოვლე.
[რედაქტირება] ეკონომიკა
რაიონში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. რაიონს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი.ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
რაიონში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.
შიდა ქართლის მხარე | |
ცხინვალი | გორის რაიონი | კასპის რაიონი | ქარელის რაიონი | ხაშურის რაიონი | ჯავის რაიონი |