ვიკიპედიიდან
კბილიანი ვეშაპები |
Tursiops truncatus
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Odontoceti |
|
კბილიანი ვეშაპები (Odontoceti), ძუძუმწოვრების ქვერიგი ვეშაპების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1,2-20 მ აღწევს. აქვს 1-240 -მდე კბილი, ერთი ნესტო, რომელიც თხემზე იხსნება. მათი ორიენტაციის ძირითადი ხერხია ექოლოკაცია. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. ზოგი დიდ მდინარეებშიც ბინადრობს. ქვერიგში 4 ოჯახია: კაშალოტისებრნი, მდინარის დელფინისებრნი, დინგნისკარტა ვეშაპები და დელფინისებრნი. იკვებებია თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, კიბოსნაირებით. იყენებენ მათ ცხიმს, ხორცს, სპერმაცეტს. ზოგი სახეობის რაოდენობა ძალზე შემცირებულია. ზოგი დაცულია საერთაშორისო კანონით.
- ქსე, ტ. 5, გვ. 455, თბ., 1980