ვიკიპედიიდან
კომელინასებრნი |
Tradescantia
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Commelinaceae |
|
კომელინასებრნი (Commelinaceae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახებია, აქვთ შეფოთლილი დამუხლული ღერო, აქტინომორფული ან ზოგჯერ ზიგომორფული ორსქესიანი ყვავილები. ოჯახში 40 გვარია და 500-ზე მეტი, სხვა მონაცემებით 1000-მდე სახეობა. გავრცელებულია ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 2 გვარია ცნობილი — კომელინა, რომელიც საქართველოშიც ორი სახეობით გვხვდება როგორც სარეველა, და ანეილემა (მხოლოდ 1 სახეობა იზრდება შორეულ აღმოსავლეთში). ტრადესკანცია, ზებრინა, სპირონემი და სხვა. აგრეთვე დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.