ვიკიპედიიდან
კონიუგატები |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Conjungatophytina |
|
კონიუგატები (Conjungatophytina), მწვანე წყალმცენარეების ქვეტიპი. ტიპობრივი მტკნარი წყლის ორგანიზმებია, აერთიანებს 2 კლასს: Saccodermophycea-ს კლასის წარმომადგენლები ერთუჯრედიანი ან იშვიათად კოლონიური ფორმებია, რომლის უჯრედებს აქვს მთლიანი გარსი. Placodermophyceae-ს კლასს ეკუთვნის უმთავრესად ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთა უჯრედის გარსი 2 ან რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. კონიუგატებს მრავალნაირი ფორმის სპირალური (სპიროგირა), ვარსკვლავისებრი (ზიგნემა), ფირფიტისებრი (მუჟოცია) — ქრომატოფორი აქვთ. კონიუგატების უსქესო გამრავლება ხდება უჯრედის დაყოფით (ერთუჯრედიანებში) და ძაფების დაწყვეტით. მათ ზოოსპორები და მოძრავი გამეტები არა აქვთ. სქესობრივი გამრავლება კონიუგაციის ტიპისაა. კონიუგატები გავრცელებულია მტკნარ წყალსატევებში. ზიგნემასნაირნი დამდგარ და მდოვარე წყლებზე ქმნიან „ყაპს“.
- ყანჩაველი ქ., ქსე, ტ. 5, გვ. 636, თბ., 1980