კორეელები
ვიკიპედიიდან
კორეელები - იზოლირებული ეთნოლინგვისტური ოჯახის ხალხი, კორეის ნახევარკუნძულის ძირითადი მოსახლენი. ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში (22,5 მლნ), სამხრეთ კორეაში (44 მლნ), რუსეთის ფედერაციაში 107 ათ., უზბეკეთში 183 ათ., ყაზახეთში 103,3 ათ. მიეკუთვნება მონგოლოიდური რასის აღმოსავლეთაზიურ შტოს. კორეელთა ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ პალეოაზიური, ალთაური და ავსტრონეზიული ტომები.
- სახელები: თვითწოდება - ჩოსონ სარამ; ფრანგულად - Coreens; რუსულად - Корейцы.
- საერთო რაოდენობა: 70,2 მლნ.
- ენა: კორეული.
- მორწმუნეები: ბუდისტები, კონფუციანელები, არიან აგრეთვე ქრისტიანები (პრესვიტერიანელები).