ლუგალზაგესი
ვიკიპედიიდან
ლუგალზაგესი იყო უმას მეფე (დაახ. ძვ. წ. 2359 - ძვ. წ. 2335). იყო პირველი შუმერი მეფე, რომელმაც სცადა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოებისგან ერთიანი სამეფო შეექმნა.
ლუგანზაგესის მამა ქურუმი იყო, თვითონ კი ახალგაზრდა გახდა უმის მეფე. თავდაპირველად მან ლაგაში დაიპყრო და ლაგაშის ენსიც გახდა.
მისი ბრძოლა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა, მან დაიპყრო შუმერული ქალაქების უმეტესობა, მაგრამ შუმერულ პოლიტიკურ და სასულიერო ელიტას არ სურდა გაერთიანება. ლუგანზაგესის სამეფოს დედაქალი ურუკი იყო. ნიპურის დაპყრობის შემდეგ მან აიღო "ქვეყნის ლუგალის" ტიტული. ამ დროისთვის ქალაქ-სახელმწიფოები ერთმანეთთან პერმანენტული ომის მდგომარეობაში იყვნენ და მათი გაერთიანება კარგი დიპლომატიის გარეშე, მხოლოდ იარაღით შეუძლებელი იყო.
როდესაც ლუგანზაგესის დიდების პიკმა გადაიარა მას დაუპირისპირდა კიშის კარზე მსახური სარგონ ძველი, აქადის იმპერიის დამაარსებელი. სარგონმა შეიპყრო ლუგანზაგესი და გალიაში გამოამწყვია ნიპურის მთავარი ტაძრის წინ. თვითონ კი შემართებით შეუდგა ლუგანზაგესის გეგმის განხორციალებას, ოღონდ სემიტური ეგიდით. უცნობია დასაჯა თუ არა ლუგანზაგესი სარგონმა სიკვდილით.