ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
შუმერი - ვიკიპედია

შუმერი

ვიკიპედიიდან

ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.
ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.

შუმერი - (შუმერულად ki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუკიურიერიდუ
კიშილაგაშინიპური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონი – ისინი – სუსა
ასურეთი: აშური – ნინევია
დურ-შარუკინი – ნიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ჰურიანებიმიტანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერი მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააკადური ენა
ელამური ენაჰურიანული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეში – მარდუკი

სექციების სია

[რედაქტირება] შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა

შუამდინარეთი ძვ. წ. III - ძვ. წ. II ათასწლეულებში.
შუამდინარეთი ძვ. წ. III - ძვ. წ. II ათასწლეულებში.

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოს ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდნენ არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგები. დაახლოვებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.

[რედაქტირება] დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა

შუმერებმა წერა თიხის ფილებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

ლურსმული დამწერლობით ფილა
ლურსმული დამწერლობით ფილა

რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფილაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობასი სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლების ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია.

მესოპოტამიური უძველესი ტექსტები (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლელი სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდნენ სემიტური ენები.

არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო "შავთავიანი", შუმერულად სანგ-ნგიგა აქადურად ცალმატ-კაქადი.

ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდათ იყოფა და ადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 - ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდათ იყოფა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქედან დამწერლობა. სავარაუდოდ ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ქალღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა "შავთავიანი" სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა "ნომს" საკუთარი ღმერთი ყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს არ იყო პოლიტიკური ცენტრი.

[რედაქტირება] ადრეული დინასტიის პერიოდი

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. "მეფეთა სიები", ანუ იმ მეფეთა სია, ვინც მესოპოტამიის ქალაქებში მეფობდნენ. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითიური პერსონაჟებიც. ამის გარდა სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი კი მეფე კი არა, არამედ უმაღლესი ქურუმი იყო.

"წარღუნამდე" მეფეები საერთოდ მითიურად მიიჩნევიან, ისტორიკოსები თვლიან რომ რეალურად მხოლოდ წარღუნის შემდეგ მყოფი მეფეები არსებობდნენ. ამრიგად წარღუნის შემდეგ ქიშის პირველი დინასტიის მმართველობა ემთხვევა არქეოლოგიურ ადრეული დინასტიის პერიოდს.

ქიშის პირველი დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო ენ-მებარაგესი, რომლის შესახებაც ცნობილია არა მხოლოდ "მეფეთა სიიდან", არამედ მისი საკუთარი წარწერებიდანაც, არის პირველი მმართველი რომლის შესახებაც გაგვაჩნია ცნობები. იგი ომობდა ელამთან. მისი ვაჟი აგი კი ცდილობდა ქიშითვის დაემორჩილებინა ურუქი. ურუქის უხუცესთა საბჭო უკვე თანახმა იყო დამორჩილებაზე, მაგრამ სახალხო კრებამ მეფედ აირჩია გილგამეში და გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. აგამ ურუქი ვერ აიღო და საბოლოოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა გილგამეშს.

გილგამეშის შესახებ მოგვიანებით შეიქმნა ლეგენდების მთელი სერია და ცნობილი ეპოსი, ამიტომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა იყო ნამდვილი ისტორიული ფაქტები, რაც ისტორიულ გილგამეშს უკავშირდება და რა შეითხზა შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რეალური გილგამეში მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან მან ასე დაამახსოვრა თავი შთამომავლებს.

გილგამეშით იწყება ადრეული დინასტიის მეორე პერიოდი. ამ პერიოდის შესახებ ცნობები ტაძრების საშემოსავლო არქივებიდან და სასწავლო ტექსტებიდან მოგვეპოვება. ამ პერიოდში შურუფაქის ტომების გაერთიანება შედიოდა სამხედრო კავშირში, რომელშიც მთავარი ურუქი იყო. ურუქში სავარაუდოდ გილგამეშის შთამომავლები მეფობდნენ.

ურის საბრძოლო ეტლები ძვ. წ. XXVII საუკუნე.
ურის საბრძოლო ეტლები ძვ. წ. XXVII საუკუნე.

ურუქის შემდეგ ძვ. წ. XXV საუკუნეში წამოიწია შუმერულმა ქალაქმა ურმა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია არაერთი ძალიან მდიდრული სამარხი. ნაპოვნია ძვირფასი ქვები, რომლებიც ინდოეთიდან, ჩრდილოეთ ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი, ეს მეტყველებს ურის მმართველების სიმდიდრეზე და ვაჭრობის განვითარებაზე. ინდოეთთან ვაჭრობა სავარაუდოდ საზღვაო გზებით ხდებოდა.

ურის პირველი დინასტიით იწყება ადრეული დინასტიის უკანასკნელი პერიოდი. ურის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ნომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2400 წელს ლუგალელებმა დაამარცხეს და დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა, შემდეგ ლაგაშის მმართველმა ეანათუმმა დაიპყრო ქიში, მაგრამ მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს იგი. ლაგაში ამის გარდა ურთანაც ომობდა.

შემდეგ ლაგაშის მმართველი გახდა ენენთარზი. მან ტაძრებს ჩამოართვა მიწები და სახელმწიფო მიწებს შეუერთა, რითაც დაუმორჩილა რელიგია სახელმწიფოს. ამან და სხვა უცნობმა ფაქტორებმა ლაგაშელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ენენთარზის შემდეგი მეფე ლუგალბანდა ჩამოაგდეს ტახტიდან. მის შემდეგ მეფედ ურუინიმგინა (დაახ. ძვ. წ. 2318 - ძვ. წ. 2310) აირჩიეს. მმართველობის მეორე წელს მან ჩაატარა რეფორმები, რომლის შესახებაც დარჩა წარწერები. მან დაუბრუნა ტაძრებს მიწები, ქურუმებს მეტი უფლებები მისცა და გააუქმა ძველი ვალები. მან დაიწყო უმასთან მორიგი ომი, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. ამ დროისთვის უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია ლაგაშის გარდა. ლაგაშის დამარცხების შემდეგ მან ქიშიც დაიპყრო.

[რედაქტირება] სარგონიდების სახელმწიფო

მთავარი სტატია : აქადის იმპერია.

ლუგალზაგესმა დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ არ უცდია ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.

სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს როგორც ჩანს ბევრი მომხრეები ყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.

სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა ამის გარდა ახლად შექმნილ სახემწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა.

სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ.

მიუხედავად იმისა რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აქადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერულენოვანი.

სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშთუშუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიაში მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშთუშუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.

სარგონის შვილები აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშთუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 - ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აქადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ნარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან მიიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.

[რედაქტირება] გუდეა

ნარამ-სუენის მეფობის ბოლოს შუამდინარეთს შეუტიეს გუდეელების ტომებმა ირანიდან. ამ დროიდან დაიწყო აქადის სახემწიფოს დაკნინება. აქადის მეფე გახდა ლაგაშელი გუდეა. მან დაუბრუნა ტაძრებს ჩამორთმეული მიწები. მან ააშენა ნინგირსუს ტაძარი. ამის გარდა მისი მმართველობის პერიოდში სხვა მრავალი ძეგლი აშენდა. მისმა ჩამომავლებმა ვერ შეძლეს მისი ძალაუფლების შენარჩუნება და ლაგაშის პოლიტიკური მნიშვნელობა დაეცა.

[რედაქტირება] ურის მესამე დინასტია

მთავარი სტატია : ურის III დინასტია.
ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულს.
ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულს.

ეს პერიოდი იყო შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელი ეტაპი, მას ასევე შუმერულ რენესანსს უწოდებენ. მოკლე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უთუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაანთავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2111 - ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა "შუმერის და აქადის სამეფო". მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.

ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 - ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000–ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. "შუმერის და აქადის სამეფო" მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.

მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოვებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა "შუმერის მეფეთა სია", პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.

[რედაქტირება] ურის დაცემა

შუმერების და აქადის სამეფოს აღსასრული დასავლეთ სემიტურმა მომთაბარე ტომებმა მოიტანეს. ურის მეფეებმა მომთაბარეებისგან დასაცველად ააშენეს კედელი, რომელიც სახრეთ მესოპოტამიას ჩრდილოეთიდან იცავდა. მომთაბარეებმა კი დაახლოვებით ძვ. წ. 2025 წელს გადაკვეთეს ჩრდილოეთ მესოპოტამია და შუმერეთში შემოიჭრნენ აღმოსავლეთიდან.

ურის მეფე იბი-სუენი (ძვ. წ. 2027 - ძვ. წ. 2003) ამ დროს ელამურ ქალაქებს იპყრობდა, როგორც ჩანს მან არ შეაფასა მომთაბარეებისგან მომდინარე საშიშროება, რომლებიც ურის ყანებს საძოვრებად იყენებდნენ. ურში დაიწყო შიმშილი. მეფემ გააგზავნა იშბი-ერა პურის შესასყიდლად, მაგრამ ამ უკანასკნელმა იხელთა მომენტი და საკუთარი თავი გამოაცხადა მეფედ, ურს კი არ გაუწია დახმარება. ასე დაემხო ურის მესამე დინასტია. ახალი მმართველები აგრძელებდნენ მესამე დინასტიის პოლიტიკას, თუმცა ამ დროისთვის სალაპარაკო შუმერული ენა უკვე გაქრა და პირველობა სემიტებზე გადავიდა. უკანასკნელი შუმერული ისინას დინასტია დასრულდა ძვ. წ. 1730 წელს, ბაბილონში ხამურაბის მეფობისას.

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] არქიტექტურა

ზიქურათი ურიდან, რეკონსტრუქცია
ზიქურათი ურიდან, რეკონსტრუქცია

შუამდინარეთში არაა სამშენებლო ხე-ტყე, ამიტომ ძირითადი სამშენებლო მასალა იყო გამოუწვავი თიხის და ქვიშის აგური. შუამდინარეთში შემდებოდა როგორც სასახლეები ასევე რელიგიური დანიშნულების ზიქურათები. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ტაძრები (ზიქურათები) ძვ. წ. IV - III ათასწლეულებისაა. ზიქურათი წარმოადგენს ოთხკუთხედ, პირამიდის მაგვარ კოშკს, რომლის თავზეც შენდებოდა ტაძარი. კედლები იღებებოდა შავად, თეთრად ან წითლად.

ამ დროის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ტაძრების პლათფორმებზე აშენება. შესაძლოა პლათფორმა გამოიყენებოდა ტაძრის სინესტისგან დასაცავად, თუმცა ზოგი მკვლევარი ამ პლათფორმებს მიიჩნევს შუმერების მთიული წარმოშვების გამამტკიცებელ საბუთად. ასეთივე დამახასიათებელი ნიშანია კედლის ტეხილი ხაზები. ფანჯრები ვიწრო იყო, შენობის გასანათებლად გამოიყენებოდა სახურავში ხვრელი.

[რედაქტირება] რელიგია

შუმერული ქალღმერთის გამოსახულება
შუმერული ქალღმერთის გამოსახულება

შუმერული რელიგია ჩვეულებრივი წარმართული რელიგია იყო. სხვადასხვა ღმერთები "განაგებდნენ" ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის "შინაურ" ღვთაებებს სცემდა თაყვანს. "საერთო" ღმერთები იყვნენ: ანი - ცის ღმერთი, ოკეანეს ღმერთი ენქი, დედა ქალღმერთი ენლილი, რომლის ტაძარიც იყო ქალაქ ნიფურში, მზის და მთვარის ღმერთები და ა.შ.

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ "მთავარ" ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახუკლება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

ამ პერიოდში სახვით ხელოვნებას უმეტესად რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. შუმერი ფერმწერები და მოქანდაკეები აკეთებდნენ ცხოველების და ადამიანების გამოსახულებებს. როგორც წესი ცხოველებს ძალიან ცისტად ასახავდნენ, ხოლო ადამიანის გამოსახულებაში მთავარი იყო არა ანატონიური სიზუსტე, არამედ ემოციური მდგომარეობის გადმოცემა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

დღეს ცნობილია შუმერული ლიტერატურის 150-მდე ძეგლი. მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე. ძირითადად ეს არის მითების პოეტური გადმოცემა, სასიყვარულო და რელიგიური სიმღერები, მეფეებისადმი მიძღვნილი ჰიმნები. ფართოდაა წარმოდგენილი დიდაქტიკური ნაწარმოებები. ყველაზე გავრცელებული კი მაინც რელიგიური ჰიმნები იყო.

შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია ეპოსი გილგამეშის შესახებ. ეს არის ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ ლეგენდების კრებული, რომელიც მოგვიანებით აქადურად ითარგმნა. სწორედ ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღუნას, სწორედ ეს ლეგენდა არის ბიბლიური ნოეს პროტოტიპი. ასევე ცნობილია ეპოსი სამყაროს შექმნის შესახებ "ენუმა ეფიში".

[რედაქტირება] შუმერების აღმოჩენა და შესწავლა

როგორც ვნახეთ, შუმერული კულტურა III ათასწლეულის მიწურულს სრულიად გაითქვიფა აღმოსავლურ სემიტურ კულტურებში. ისტორიოგრაფია მაშინ ჯერ არ იყო განვითარებული. იმ დროინდელი მატეანეები კი როგორიცაა "მეფეთა სია" არაა სანდო და თანაც მალე დავიწყებულ იქნა. შუმერული ენა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს ბაბილონშიც დაივიწყეს და ბაბილონური-ასირიული ცივილიზაციის გაქრობის შემდეგ "ამბის მომტანიც" აღარ დარჩა. ანტიკურმა ისტორიკოსებმა არაფერი არ იცოდნენ შუმერების შესახებ, ასე იქნა პირველი ცივილიზაცია მივიწყებული.

პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა "გამოთვალეს", რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა მესოპოტამიაში და მალე იპოვეს კიდეც.

[რედაქტირება] წყაროები

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com