ნინოწმინდა (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
ქალაქი
ნინოწმინდა
|
ნინოწმინდა, ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალოს ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. მოსახლეობა 6,3 ათასი (2002 წ.).
ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6°C, აგვისტოს 13,1°C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 ბბ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ნინოწმინდაში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის რეზიდენცია.