ოკეანე
ვიკიპედიიდან
ოკეანე ("ოკიანე" ფინიკიურად "უნაპირო", Okeanos, ბერძ. მდინარე; ძველმა ბერძნებმა შენიშნეს რომ ძლიერი დინება მოძრაობდა გიბრალტართან და ჩათვალეს, რომ ეს დიდი მდინარე იყო) ჰფარავს დედამიწის ზედაპირის თითქმის სამ მეოთხედს (71%), და მსოფლიოს ოკეანური წყლების ნახევარზე მეტის სიღრმე 3000 მეტრს აღემატება.
ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად: წყნარი ოკეანე, ატლანტიკის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და სამხრეთის ოკეანე
ოკეანის მცირე რეგიონები იწოდება ზღვებად, ყურეებად, სრუტეებად და სხვ.