ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ოპერა გარნიე - ვიკიპედია

ოპერა გარნიე

ვიკიპედიიდან

ოპერა გარნიეს მთავარი ფასადი
ოპერა გარნიეს მთავარი ფასადი

ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier) პარიზის მე-9 ოლქში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.

ამ ნაგებობას დიდხანს „პარიზის ოპერას“ ეძახდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1989 წელს მეორე, ბასტილიის ოპერა გაიხსნა, მას ავტორის, შარლ გარნიეს სახელით მოიხსენიებენ. ორივე, ბასტილიისა და გარნიეს ოპერა დღეისთვის „პარიზის ნაციონალურ ოპერად“ იწოდება.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] კონკურსი ახალი ოპერისთვის

ემე მილეს « აპოლონი, პოეზია და მუსიკა », ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი
ემე მილეს « აპოლონი, პოეზია და მუსიკა », ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი

1858 წლის 14 იანვარს, ლე პალეტიეს ქუჩაზე, სადაც დღევანდელი გარნიეს ოპერა მდებარეობს, იტალიელი ანარქისტების მიერ თავდასხმა განხორციელდა ნაპოლეონ III-ზე. მართალია მთავარი სამიზნე გადარჩა, მაგრამ რვა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ასორმოცდაათი დაიჭრა.

ზუსტად მეორე დღეს იმპერატორმა გადაწყვიტა ახალი დარბაზის აგება. იგი უნდა გამხდარიყო პარიზის მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი. 1860 წელს გამოცხადდა კონკურსი „მუსიკისა და ცეკვის საიმპერატორო აკადემიის“ პროექტზე. 171 კონკურსანტს შორის იყო ახალგაზრდა არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტში მონაწილეებს ანონიმურობის დაცვისათვის ჰქონდათ ნომრები და თავიანთი დევიზი. გარნიეს ნომერი იყო 38, დევიზი კი „მე ბევრის იმედი მაქვს და ცოტას ველი“.

1861 წელს, 30 მაისს ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე იყო ნაპოლეონ I-ის შვილი, პრინცი ვალევსკი, გამარჯვებულად ცნო 39 წლის ჯერ კიდევ უცნობი არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტისთვის გამოიყო 29 მილიონი ფრანკი, თუმცა შემდეგში მას ფინანსთა მინისტრმა 30% ჩამოაჭრა.

[რედაქტირება] ადგილმდებარეობა

ადგილი, სადაც ოპერის შენობა უნდა აგებულიყო, გარშემორტყმული იყო მაღალი შენობებით და ჰქონდა ასიმეტრიული რომბისებური ფორმა. გარნიეს სურდა ამ შენობების აღება და მათ მაგივრად ბაღების გაშენება, რათა მნახველებს უფრო უკეთ შეეფასებინათ ახალი შენობის მთელი სიდიადე, მაგრამ ოსმანმა ამის უფლება არ მისცა. რამდენადაც მეზობელი შენობები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე გარნიეს მიერ დაგეგმილი ოპერის შენობა, არქიტექტორი იძულებული გახდა უკანასკნელ მომენტში შეეცვალა პროექტი და დაემატებინა ატიკური სართული, რათა საიმპერატორო სასახლეს საჭირო პრესტიჟი შეენარჩუნებინა. მშენებლობა 1861 წელს დაიწყო.

შარლ გარნიეს პორტრეტი
შარლ გარნიეს პორტრეტი

[რედაქტირება] პირველადი გახსნა 1867 წელს

1867 წელს უნივერსალური ექსპოზიციისთვის იმპერატორის თხოვნით მოხდა შენობის მთავარი ფასადის გახსნა. იმპერატორს, რომელმაც ფასადის დანახვაზე იკითხა, თუ რომელ სტილს ეკუთვნოდა შენობა, გარნიემ უპასუხა: „ეს ნაპოლეონ III-ს სტილია!“.

[რედაქტირება] 1875 წლის ინაუგურაცია

ოპერის შენობის საბოლოო გახსნას 1875 წლის 28 ოქტომბერს ესწრება რესპუბლიკის პრეზიდენტი მაკ მაონი, ლონდონის ლორდ-მერი, ამსტერდამის ბუგმესტრი, ესპანეთის სამეფო ოჯახი და ორი ათასამდე მოწვეული სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმოდგენილ იქნა ჯაკომო მეიერბერის ჰუგენოტებიდან და ლუდვიკ ჰალევის ებრაელი ქალიდან ნაწყვეტები.

პრეზენტაციაზე თავად არქიტექტორი მიწვეული კი იყო, მაგრამ მას უნდა გადაეხადა მეორე ლოჟაში ადგილის ფასი. ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება დაიმსახურა პრესაში. თუმცა ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ სურდა ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იმპერატორს ემსახურებოდნენ.

[რედაქტირება] არქიტექტურული კომპოზიცია

პეროს ლირიული დრამა
პეროს ლირიული დრამა

გარნიეს ქმნილებაში სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ყველას ბაროკო სჭარბობს. არქიტექტორის მთავარი შთაგონების წყარო იყო ბორდოს დიდი თეატრი და გვიანი რენესანსის იტალიური სასახლეები.

შენობის არქიტექტურა გამოირჩევა გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებით. გარედან, ისევე როგორც შიგნით, გამოყენებულია კირქვა, სხვადასხვა ფერის მარმარილო. ნახატების ნაწილები მოოქროვილია და ხაზს უსვამს პროპორციებს. არქიტექტორი ხშირად იყენებს რკინასაც, რაც უკვე თანამედროვეობის მაჩვენებელია. თუმცა რკინას გარედან ფარავს ქვითა და თიხით. მეტალს იგი მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს.

[რედაქტირება] ფასადები, გარეთა დეკორაციები

ჟან-ბატისტ კარპოს  ცეკვის ალეგორია
ჟან-ბატისტ კარპოს ცეკვის ალეგორია

[რედაქტირება] სამხრეთის მთავარი ფასადი

დიდი ფასადი ოპერის მოედანზე გადის და მოედნის პერსპექტივას აგვირგვინებს. მისი შტრიხები და პროპორციები ეკლექტიკური არქიტექტურის ძირითად არსს გამოხატავს. გარნიემ თავად აირჩია ის 15 მხატვარი, მოზაიკოსი და 73 მოქანდაკე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორნამენტების შექმნაში, ძირითადმა ორნამენტმა, „ცეკვა“, რომელიც ფასადის ჩრდილოეთ ნაწილს ამშვენებს პურიტანების აღშფოთება გამოიწვია გამომწვევი ხასიათის გამო. ერთ-ერთმა პურიტანმა დეკორაციას მელნით სავსე ბოთლი ესროლა. 1964 წელს დაზიანებული დეკორაცია შეცვლილ იქნა პოლ ბელმონდოს მიერ შექმნილი ასლით, ორიგინალი კი ორსეის მუზეუმში ინახება.

[რედაქტირება] დასავლეთის გვერდითი ფასადი

ჩრდილოეთის უკანა ეზო
ჩრდილოეთის უკანა ეზო

შესასვლელში მწვანე მარმარილოს კოლონათა მწკრივია, რომელთაგან ორის თავზე აღმართულია ბრინჯაოს დიდი საიმპერატორო არწივი. ორმაგი რამპა გამიზნული იყო იმპერატორის უსაფრთხოებისთვის და საშუალებას აძლევდა ეტლებს პავილიონის შიგნით გაჩერებულიყვნენ.

არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ, 1898 წელს გადაწყვიტეს აღემართათ მისი ქანდაკება, რომლის ინაუგურაცია 1903 წელს მოხდა. ეს არის შარლ გარნიეს ბრინჯაოს მოოქროვილი ბიუსტი, რომელსაც ორივე გვერდს ქალი პერსონაჟები უმშვენებს.

[რედაქტირება] აღმოსავლეთის გვერდითი ფასადი

ეს მხარეც, ისევე, როგორც დასავლეთის ფასადი, იწყება მწვანე მარმარილოს კოლონებით. აღმართულია რამდენიმე ბრინჯაოს ქალის ფიგურა. აქვე არის პავილიონი, რომელიც თავიდან გათვლილი იყო პრივილეგირებულთათვის, რათა გაეადვილებინა მათთვის შენობაში, კერძოდ კი კულისებში, მოცეკვავეებთან შესვლა.

[რედაქტირება] ჩრდილოეთის უკანა ფასადი

ოპერის ეს მხარე გადის დღევანდელ დიაგილევის მოედანსა და ოსმანის ბულვარზე. აქ განლაგებულია ეზო, საიდანაც შედის მომსახურე პერსონალი, აქედან შეაქვთ დეკორაციები.

[რედაქტირება] შიგნითა დეკორაციები და განლაგება

დარბაზისა და სალონებისაკენ მიმავალი დიდი კიბე
დარბაზისა და სალონებისაკენ მიმავალი დიდი კიბე
დიდი იტალიური დარბაზი
დიდი იტალიური დარბაზი

[რედაქტირება] ზოგიერთი ტექნიკური მონაცემი

  • ზედაპირი: 11.237 კვ.მ
  • სიგრძე: 173 მ.
  • მაქსიმალური სიგანე: 125 მ.
  • სიმაღლე : 73,60 მ.
  • დიდი კიბის სიმაღლე: 30 მ.
  • დარბაზის მოცულობა: 20 მ. სიმაღლე, 32 მ. სიღრმე, 31 მ. სიგანე.
  • ჭაღის წონა: 7-8 ტონა.
  • სცენის მოცულობა: სიმაღლე 60 მ. სიღრმე 27 მ. სიგანე 48,50 მ.

[რედაქტირება] მოდერნიზაციები

მთავარი სამხრეთ ფასადი რესტავრაციის შემდეგ
მთავარი სამხრეთ ფასადი რესტავრაციის შემდეგ
  • 1881 წლიდან დიდ დარბაზში ჩნდება ელექტრო განათება.
  • 1950-იანი წლების დასაწყისში დამონტაჟდა ახალი ლიფტები მომსახურე პერსონალის, მსახიობებისა და ადმინისტრაციისათვის.
  • დამონტაჟდა სუბტიტრაჟის მოწყობილობა, წარმოდგენების აღქმის გაადვილებისთვის.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] ფოტოგალერეა


Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com