ვიკიპედიიდან
30 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 150-ე დღე (ნაკიან წლებში — 151-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 215 დღე.
- 1431 : ასწლიანი ომი: რუენში, საფრანგეთი, 19 წლის ჟან დ’არკი კოცონზე დაწვეს.
- 1539 : ერნანდო დე სოტო 600 ჯარისკაცითურთ ტამბა ბეიში, ფლორიდა, შევიდა, ოქროს პოვნის იმედით.
- 1574 : ანრი III საფრანგეთის მეფე გახდა.
- 1588 : ესპანური არმადას ბოლო ხომალდი გადის ლისაბონიდან ინგლისის სრუტისკენ.
- 1635 : ოცდაათწლიანი ომი: პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.
- 1752 : ათანასე თბილელის და სვიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში.
- 1814 : ნაპოლეონის ომები: მეექვსე კოალიციის ომი: პარიზის ხელშეკრულებით საფრანგეთის საზღვრები 1792 წლის სტატუსზე დაბრუნდა.
- 1871 : პარიზის კომუნა გადავარდა.
- 1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლონდონის ხელშეკრულებით ომი სრულდება. ალბანეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
- 1922 : ვაშინგტონში, აშშ, ლინკოლნის მემორიალი გაიხსნა.
- 1941 : მმო: გერმანიამ კრეტა აიღო.
- 1942 : მმო: 100 ბრიტანული მომბდამშენს 90-წუთიანი იერიში მიაქვს კიოლნზე, გერმანია.
- 1982 : ესპანეთი ნატოს მე-16 წევრი და პირველი ერი გახდა, რომელიც ალიანსში გაწევრიანდა დასავლეთ გერმანიის 1955 წელს შესვლის შემდეგ.
- 1997 : ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა ბრაზილია 4-2. ეს ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ბრაზილიისთვის არასდროს წაუგია.
- 1998 : 6,6 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდ. ავღანეთში, რამაც 5000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2003 : ეარ ფრანსის კონკორდის ბოლო ფრენა განხორციელდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები