პიტერ გებრიელი
ვიკიპედიიდან
პიტერ გებრიელი | ||
---|---|---|
პიტერ გებრიელი 2007 წლის კონცერტის დროს
|
||
ბიო | ||
წარმოშობის ადგილი | სურეი, ინგლისი | |
ჟანრი/ები | პროგრესიული როკი პოპ როკი |
|
საქმიანობა/ები | ვოკალისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი | |
ინსტრუმენტი/ები | დასარტყამები, ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა | |
აქტიური | 1967 – დღემდე | |
ლეიბლი/ები | Geffen | |
ვებგვერდი | petergabriel.com |
პიტერ ბრაიან გებრიელი (*13 თებერვალი, 1950, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ყოფილი ვოკალისტი და ფლეიტისტი. ჯგუფის დატოვების შემდეგ იგი წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება, მუშაობს ეთნიკური მუსიკის შემსრულებლებთან და ითვისებს ციფრული მუსიკის მიწოდების თანამედროვე სტანდარტებს.იგი აგრეთვე მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებშიც.
[რედაქტირება] ჯენესისში
1967 წელს, სკოლაში სწავლისას, გებრიელმა დააარსა ჯგუფი ჯენესისი.მასთან ერთად კოლექტივში შედიოდნენ ტონი ბენკსი, ენტონი ფილიპსი, მაიკ რაზერფორდი და კრის სტიუარტი.ჯგუფის სახელწოდება მათი პროდიუსერის, ჯონატან კინგის იდეა იყო.
სოულის სტილის მუსიკის მოყვარულმა გებრიელმა ჯგუფის პირველ ალბომში აქცენტი გააკეთა ამ ტიპის სიმღერებზე.შემდგომში, ჯგუფმა შეიცვალა მუსიკალური მიმართულება, რომელშიც იგი მუშაობდა და პროგრესულ როკს უკრავდა.ამის შემდეგ, ჯენესისს სახელი გაუვარდა მთელ ინგლისში, იტალიაში, ბელგიაში და გერმანიაში.
პიტერის სასცენო გამოსვლები გამოირჩეოდა საინტერესო კოსტიუმებითა და თეატრალიზებული შოუთი.ჯგუფიდან წასვლის (1975 წელი) შემდეგ, დღემდე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სასცენო გამოსვლის ამ ელემენტს.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
სრული დისკოგრაფიისათვის იხილეთ პიტერ გებრიელის დისკოგრაფია.
[რედაქტირება] სტუდიური ალბომები
- 1977 Peter Gabriel (I ან Car, გამოსახულია სველი მანქანა, #7 ბრიტანეთი, #38 აშშ)
- 1978 Peter Gabriel (II ან Scratch, გაფხაჭნილი გამოსახულება, #10 ბრიტანეთი, #45 აშშ)
- 1980 Peter Gabriel (III ან Melt, დამდნარი გამოსახულება, #1 ბრიტანეთი, #22 აშშ, აშშ-ში გაყიდულია: 500,000)
- 1982 Peter Gabriel (IV ან Security (აშშA), #6 ბრიტანეთი, #28 აშშ, აშშ-ში გაყიდულია: 500,000)
- 1986 So (#1 ბრიტანეთი, #2 აშშ, აშშ-ში გაყიდულია: 5,000,000)
- 1992 Us (#2 ბრიტანეთი, #2 აშშ, აშშ-ში გაყიდულია: 1,000,000)
- 2000 OVO
- 2002 Up (#11 ბრიტანეთი, #9 აშშ)
- 2008 Big Blue Ball