რაჯივ განდი
ვიკიპედიიდან
რაჯივ განდი (ჰინდი राजीव गाँधी, 1944-1991), ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1984-1989 წლებში.
ჯავაჰარლალ ნერუს შვილიშვილი და ინდირა განდის უფროსი ვაჟი. სწავლობდა დიდ ბრიტანეთში. პოლიტიკაში ჩაერთო საკმაოდ გვიან, უმცროსი ძმის სანჯეის უეცარი გარდაცვალების შემდეგ. 1980 წელს დაინიშნა ინდირა განდის პარტიის ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად. 1983 წელს დაინიშნა პარტის გენერალურ მდივნად და ფაქტიურად დედის შემცვლელად. 1984 წლის ოქტომბერში ინდირას მკვლელობის შემდეგ არჩეულ იქნა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, სათავეში ჩაუდგა მთავრობას და ამავე დროს 1988 წლამდე ასრულებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას. 1989 წელს მმართველობა დაკარგა, თუმცა რჩება გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ ოპოზიციაში.
რიგით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მას გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდა, მადრასთან ახლოს თამილელი ტერორისტი კამიკაძე მკვლელი ქალის მსხვერპლი გახდა.