ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
საქართველოს რესპუბლიკური პარტია - ვიკიპედია

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ვიკიპედიიდან

საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს. ამ დროისათვის მოქმედი დისიდენტური ჯგუფებისაგან განსხვავებით, რომელთა ყურადღება ძირითადად ეთმობოდა საბჭოთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას, რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მიზანი იმთავითვე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ „სამრეკლოს“ ორი ნომერი.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს. 1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ ფაქტობრივად ცნო რესპუბლიკური პარტიის არსებობა. „ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის“ ბრალდებით პარტიის დამაარსებლები „ანტისაბჭოთა ორგანიზაციის, ე.წ. რესპუბლიკური პარტიის“ შექმნისათვის გაასამართლეს. მათ სრულად მოიხადეს სასჯელი პერმისა და მორდოვეთის საბჭოთა ბანაკებში პოლიტპატიმრებისათვის. დაპატიმრებულთა სიმტკიცისა და მაღალი ზნეობრივი თვისებების გამო პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა სუკ-ის თვალთახედვის მიღმა დარჩა.

80-იანი წლების ბოლოდან რესპუბლიკური პარტია ღიად მონაწილეობს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლებად მოგვევლინენ. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია „აჭარა“. რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დროებით ორგანოებში - საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში (1992 წ.).

თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან (1991 წ.) და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან „დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)“ (1992 წ.) გაერთიანების დროიდან რესპუბლიკელები სტაბილური გუნდით საქმიანობენ. 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომელმაც საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანა კანონპროექტები და კონცეფციები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, აფხაზეთისა და აჭარის სტატუსების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების რეფორმების შესახებ. ფრაქცია სრული შემადგენლობით აქტიური და პრინციპული იყო პოლიტიკურ დებატებში; გაილაშქრა დსთ-ში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგ. რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა საქართველოს კონსტიტუციის საკუთარი პროექტი, რომელიც საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკის და დეცენტრალიზებული მმართველობის მოდელს ემყარებოდა. დიდია რესპუბლიკელთა წვლილი 1995 წელს ამოქმედებული კონსტიტუციის შექმნაშიც - პარტიის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.

1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91“-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, რომელმაც, თუმცაღა, დიდხანს ვერ იარსება. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. 1996 წლის თებერვალში გამართულ ყრილობაზე ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ ივლიანე ხაინდრავა აირჩია.

პარლამენტს მიღმა დარჩენილი რესპუბლიკური პარტიის წევრები აგრძელებდნენ მუშაობას სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, ხშირად და აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. 1997 წლის აგვისტოში რესპუბლიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა კონცეფცია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზის შესახებ. მომდევნო წლებში შემუშავდა ახალი წინადადებები ამ მიმართულებით.

1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო (ოფიციალური მონაცემებით) და ვერ გადალახა ამ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გააგრძელა უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძისა და აბაშიძის სახელისუფლებო ცენტრებთან, თუმცა, ვერ ჰპოვა ამაში სათანადო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, რასაც 2001 წლის ივლისში ალიანსის დაშლა მოჰყვა.

2000 წლის მარტში გამართულ პარტიის ყრილობაზე მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია. პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ბერძენიშვილი. 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა ლოზუნგი „საქართველო შევარდნაძის გარეშე“, რომელიც გაიზიარა 2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი“ (სააკაშვილი-დავითაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორები“).

2002 წლის 2 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიულმა ფრონტმა“ მიიღო ხმების 24% თბილისში. მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო დავით ბერძენიშვილი - ერთიანი ფრაქციის („ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის“) თავმჯდომარე.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში იგივე ბლოკი გავიდა პირველ ადგილზე (ეგზიტ-პოლებითა და პარალელური დათვლის მიხედვით - ხმების 27%-ით). რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო კამპანიას ბათუმში (ლოზუნგით „ბათუმი - აბაშიძის გარეშე“) და მონაწილეობდნენ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების საპროტესტო ეროვნული კამპანიის ორგანიზებაში, რაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომით დაგვირგვინდა.

რესპუბლიკურმა პარტიამ განმსაზღვრელი როლი ითამაშა 28 მარტს ჩატარებული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დროს აჭარაში აბაშიძის „აღორძინების“ დამარცხებაში, რასაც შედეგად მოჰყვა სახალხო გამოსვლები და აბაშიძის გაქცევა მოსკოვში 6 მაისს. საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკური პარტია 5 წარმომადგენლით შევიდა.

რესპუბლიკელებს 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სულ მალე მოუწიათ მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე სააკაშვილის გუნდთან მწვავე დებატებში შესვლა. რესპუბლიკელებმა მკაცრად და არგუმენტირებულად გააკრიტიკეს 2004 წლის თებერვალში სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ახალმა ხელისუფლებამ მკვეთრად შეზღუდა პარლამენტის ფუნქციები და გზა გაუხსნა სუპერსაპრეზიდენტო ავტორიტარიზმს. ანტიდემოკრატიულად და ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრატეგიულ მიზნებთან შეუსაბამოდ შეფასდა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ივნისში მიიღო. თვითმმართველობის ნაცვლად აჭარაში ფაქტიურად დამყარდა დემოკრატიული ფასადის მქონე პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა. ასევე მიუღებლად ჩაითვალა ადამიანის უფლებების შელახვისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის გზით რევოლუციური მიზნების მიღწევის მცდელობა, რაც 2004 წლის გაზაფხულზევე გახდა აშკარა. რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლებათა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ამოიწურა ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურ ბლოკში ყოფნის საჭიროება და შესაძლებლობა. 2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლო პარტიასა და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს.

2004 წლის 20 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მთავარი კონკურენტები ყოფილი პარტნიორები - ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდნენ. ბათუმში ხელისუფლებამ არჩევნები შევარდნაძის მეთოდოლოგიით ჩაატარა, რაიონებში კი - აბაშიძისეული მაჩვენებლები (თითქმის ყველგან 90%-ზე მეტი) გაიფორმა. ოფიციალური მონაცემებით რესპუბლიკურ პარტიას აჭარის ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 13.5% მიაკუთვნეს. აჭარის 30-კაციან უზენაეს საბჭოში პარტია სამი დეპუტატით იქნა წარმოდგენილი. ამ პერიოდისათვის ამდენივე წევრით იყო პარტია წარმოდგენილი ქალაქ თბილისის საკრებულოშიც. 2006 წლის მდგომარეობით რესპუბლიკური პარტია იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ჰყავდა დეპუტატები ქვეყნის სამივე ძირითად წარმომადგენლობით ორგანოში.

2005 წლის 27 ივნისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი ყრილობა, რომელიც ახალ რეალიებში პარტიის მშენებლობა-გაძლიერების გამოწვევას გამოეხმაურა. პარტიის თამჯდომარედ აირჩა დავით უსუფაშვილი; გადახალისდა და რიცხობრივად გაიზარდა პარტიის ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაც (გურამ ბერიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ვალერი გელაშვილი, მურმან დუმბაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ზურაბ მარაქველიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, თემურ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე, დავით უსუფაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, თინათინ ხიდაშელი).

საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ასევე ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად რესპუბლიკელებმა 2005 წლის შემოდგომაზე ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ჩამოაყალიბეს. ამრიგად, ფრაქციაში თავი მოიყარეს 2002-2004 წლების განმავლობაში სააკაშვილის ლიდერობით მოქმედი პოლიტიკური ალიანსის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურებმა (კობა დავითაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი და სხვები).

2006 წლის თებერვალში პარტიამ გამოაქვეყნა საპროგრამო ხასიათის დოკუმენტი „რესპუბლიკური არჩევანი“, რომელშიც მოცემულია სააკაშვილის ხელისუფლების ორწლიანი საქმიანობის დეტალური შეფასება დემოკრატიულობის, ინსტიტუციური განვითარებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, აგრეთვე, პრობლემების გადაჭრის რესპუბლიკური ხედვა. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად რესპუბლიკელებმა შეიმუშავეს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალი ვრცელი კონცეფცია; ქვეყანაში თვითმმართველობის მოწყობის მოდელი; საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის რეფორმის მოდელი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

რესპუბლიკური პარტიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლება გააფთრებით იბრძვის, მათ შორის აკრძალული მეთოდებითაც. 2005 წლის ივლისში რესპუბლიკელი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ნიღბიანმა შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თბილისის ცენტრში სიკვდილის პირას მიიყვანეს; 2006 წლის აპრილში კი საპრეზიდენტო უმრავლესობამ ბიზნესის ლობირების აშკარად შეთითხნილი ბრალდებით გააძევა იგი პარლამენტიდან.

2006 წლის მაისის მდგომარეობით პარტიაში ირიცხება 3000-მდე წევრი და 5000-მდე რეგისტრირებული მხარდამჭერი, ფუნქციონირებს პარტიის 24 რაიონული ორგანიზაცია და ადგილობრივი ოფისი და 19 რაიონული საინიციატივო ჯგუფი.

მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებულ 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკმა ოფიციალური მონაცემებით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე. არჩევნების შედეგების მიხედვით რესპუბლიკური პარტია წამყვან ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში:

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com