სეფარდები
ვიკიპედიიდან
სეფარდები (ებრ. ספרדים) — ებრაელთა შთამომავლები, რომლებიც განდევნილ იყვნენ XV საუკუნეში ესპანეთსა და პორტუგალიიდან, ან რომლებმაც დატოვეს პირენეის ნახევარკუნძული მოგვიანებით (XVI—XVIII სს.). ტრადიციულად სარგებლობდნენ ლადინო (სეფარდული) ენით, რომელიც მიახლოებულია ესპანურთან. ცხოვრობენ ჩრდილოეთ აფრიკისა და მცირე აზიის ქვეყნებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ასევე ისრაელში. ტერმინი სეფარდი მომდინარეობს სფარად–იდან, რაც ივრითზე ესპანეთს ნიშნავს.
[რედაქტირება] იხილე ასევე
- აშქენაზები
- საბრა